საკვების მიკრობიოლოგია
(თეორიული და პრაქტიკული კურსი)
კურსის აღწერა
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან და მოიცავს 11 ლექციასა (ხანგრძლივობა 2 საათი) და 8 პრაქტიკულ მეცადინეობას (ხანგრძლივობა 3 საათი), რომლებიც პარალელურ რეჟიმში ჩატარდება.
ეს კურსი მიზნად ისახავს მსმენელებს გააცნოს მიკროორგანიზმების როლი
სურსათის დამუშავებაში და მის უსაფრთხოებაში; მიკროორგანიზმების კავშირი სურსათის ხარისხის გაფუჭებას, საკვებისმიერი დაავადების გამოწვევასა და ინტოქსიკაციას შორის; მიაწოდოს ზოგადი ცოდნა საკვების დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის შესახებ;
აღნიშნული ლაბორატორიული წვრთნები მიზნად ისახავს უზრუნველყოს
ხელსაყრელი პირობები მსმენელებისათვის, რათა საშუალება მიეცეთ პრაქტიკაში განახორციელონ საკვების მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების კონტროლი;
მსმენელები გაეცნობიან შესაბამის მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება როგორც კვლევისათვის, ასევე საკვების ხარისხის რეგულირებისა და კონტროლისათვის; მიიღებენ გამოცდილებს, რომელიც ხელს შეუწყობს საკვებისმიერი დაავადებების გავრცელების პრევენციას.
კურსი განკუთვნილია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების სტუდენტებისათვის, საკვების წარმოებაში მომუშავე პროფესიონალებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატებს.
კურსი განხორციელდება 2019 წლის 15 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით (დასვენების დღეა: კვირა 21 აპრილი).
ლექციების დასაწყისი დილის 10 სთ.
ჩატარების ადგილი:
გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრი (გოთუას ქ.3, თბილისი)
კურსის ღირებულება
საზოგადეობის არაწევრი
მონაწილეებისათვის |
საზოგადოების წევრი
მონაწილეებსათვის |
საზოგადეობის არაწევრი სტუდენტებისათვის
|
საზოგადეობის წევრი სტუდენტებისათვის
|
|
თეორიული კურსის ღირებულება | 300 ლარი | 225 ლარი | 150 ლარი | 112 ლარი |
პრაქტიკული კურსის ღირებულება | 700 ლარი | 525 ლარი | 350 ლარი | 262 ლარი |
თეორიული და პრაქტიკული კურსების საერთო ღირებულება | 800 ლარი | 600 ლარი | 400 ლარი | 300 ლარი |
თეორიული კურსის მსმენელთა რიცხვი შეზღუდული არ არის, პრაქტიკულ კურსზე დაიშვება მხოლოდ 20 ადამიანი.
შენიშვნა: ასოციაციის წევრები სარგებლობენ 25%-იანი შეღავათით.
თრეინინგში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება 2019 წლის 1 აპრილამდე.
სარეგისტრაციო თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBG22 ანგარიში: GE79TB7911836020100001 მიმღები: საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია
|
სალექციო კურსის პროგრამა
პირველი კვირა
ლექცია 1: სურსათის უვნებლობის პოლიტიკა საქართველოში
ქეთევან ლაფერაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის, საკვებისა და სოფლის განვითარების დეპარტემენტი
ლექცია 2. HACCP და FSO სისტემები საკვების უვნებლობისთვის
ზურაბ ქუჩუკაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლექცია 3: მიკროორგანიზმები საკვებ პროდუქტებში (კვერცხში, ხორცის, რძის, ზღვის პროდუქტებში, ხილსა და ბოსტენეულში)
ილია გოროზია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლექცია 4: საკვებით და წყლით გადაცემადი დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში
პაატა იმნაძე, დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
ლექცია 5: საკვებისმიერი პათოგენური ბაქტერიები და მათი როლი დაავადებების გამოწვევაში – მოწამვლა და ინტოქსიკაცია (სტაფილოკოკური, ნაწლავის ჩხირის, ლისტერიის მიერ გამოწვეული ინფექციები; სალმონელოზი და შიგელოზი)
თამარ მეგრელიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი
ლექცია 6: საკვებისმიერი პათოგენური ბაქტერიების კულტურის გამოყოფა და იდენტიფიკაცია
ნინო მაჭარაშვილი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის რეფერალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია
მეორე კვირა
ლექცია 7: სოკოები და საფუვრები – მათი როლი სურსათში (მიკოტოქსინები, აფლატოქსინები ალტერნარია ტოქსინები)
ელენე ჟურავლიოვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლექცია 8: მიკროორგანიზმები სურსათის ფერმენტაციაში. პრობიტიკები და პრებიოტიკები
ნინა ჭანიშვილი, გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
ლექცია 9: საკვების ხარისხის დაცვის მეთოდები (ქიმიკატებით, ბიოლოგიური მეთოდებით, წნევის ცვალებადობით, გაყინვით, რადიაციით, უი დასხივებით და ა.შ.)
გიორგი მელაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ლექცია 10: საკვებში მიკროორგანიზმების გამოვლენის მეთოდები (ფიზიკური, ქიმიური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური ტესტები)
თამარ მოდებაძე, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
ლექცია 11: გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები: დადებითი და უარყოფითი მხარეები და დეტექციის მეთოდები
ნელი დათუკიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლაბორატორიული კურსის პროგრამა
პირველი კვირა
- ნიმუშების აღება. მიკრობთა კულტივირება. დიფერენციალური და სელექტიური საკვები ნიადაგები.
- შეღებვის მეთოდები დასინათლისმიკროსკოპისგამოყენება. ბაქტერიებისაღრიცხვათხევად არესა და ფინჯანზე გათესვის გზით.
- აერობული მიკროორგანიზმების, კოლოფორმებისა და Escherichia coli-ს განსაზღვრა ხილის წვენში პეტრი-ფილმების გამოყენებით
- ლაქტობაქტერიების რიცხვის განსაზღვრა მზა პროდუქტში
მეორე კვირა
- Salmonella-ს სახეობის ბაქტერიების განსაზღვრა ბროილერის ქათმებში.
- Staphylococcus aureus–ის განსაზღვრა ქათმის სალათში.
- Listeria monocytogenes–ის განსაზღვრა მზა სოსისებში/ძეხვებში.
- სოკოების დეტექცია და რიცხვის განსაზღვრა გაფუჭებულ პურში.